თუ ხელუხლებელი ბუნება, მთები, ქვიანი სანაპიროები ან შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები გამორჩეულად გიყვართ, მაშინ საქართველოში მოგზაურობა თქვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო იქნება.
“ბაზზარ“-ის ტურები საქართველოს გარშემო თითოეულ იმ ლოკაციას მოიცავს აღმოსავლეთსა და დასავლეთში, რომელიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი დანიშნულების ადგილი კახეთი, ქართული ღვინის სამშობლოა.
შილდა, კახეთის ისტორიული სოფელი, ცნობილია მევენახეობის განსაკუთრებული სიყვარულით.“ბაზზარ”-ის სტუმრები “მეღვინეობა შილდა“-ს ღვინის ტურებზე, მასტერკლასებსა და სარესტორნო მომსახურებაზე 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
მეღვინეობა “შილდას“ შესახებ
ღვინის დახვეწილი სახეობებით გამორჩეული მეღვინეობა “შილდა“ ქართული მევენახეობის შუაგულში, კახეთში მდებარეობს.
მეღვინეობა 2015 წელს შეიქმნა, სადაც ღვინო უახლესი, ენერგო-ეფექტური, იტალიური და ფრანგული ტექნოლოგიებით იწურება. კომპანიაში ადგილობრივები არიან დასაქმებულები, რომელთა ხელითაც იქმნება ჩვენს კულტურაზე მორგებული ქართული პროდუქტი.
მეღვინეობა “შილდა“ წარმატებით ახერხებს მისი მთავარი მიზნის შესრულებას, რაც საუკეთესო ხარისხის შენარჩუნებას საუკუნოვანი ტრადიციებისა და ინოვაციების შერწყმით გულისმობს.
მეღვინეობა “შილდა“ 17 სახეობის ღვინოს, კონიაკსა და ყურძნის არაყს აწარმოებს.
ღვინის ტური
მეღვინეობა “შილდას“ ღვინის ტური გამორჩეული ღვინის ჯიშების დაგემოვნების საშუალებას განსაკუთრებული პეიზაჟების ფონზე მოგცემთ. ვენახებისა და მარნების მონახულების შემდეგ დარწმუნდებით, რომ “შილდას“ ღვინო მართლაც გამორჩეულ პირობებში იწურება. მეღვინეობის სადეგუსტაციო ოთახში შესვლის გარეშე დატოვება შეცდომა იქნებოდა: აქ არა მხოლოდ უგემრიელესი წითელი და თეთრი ღვინის გასინჯვას შეძლებთ, არამედ საშუალება მოგეცემათ აირჩიოთ თქვენი საყვარელი გემო ისეთი სახეობებიდან, როგორებიცაა საფერავი, ქინძმარაული, ცოლიკაური, კრახუნა, კონიაკი, ჭაჭა და უამრავი სხვა. ამ ჯიშების შეძენას ისეთი დახვეწილი ბრენდებისგან შეძლებთ, როგორებიცაა Prince John Bagration, Rustaveli და Kakabadze.
რესტორანი “შილდა”
ვახშმობისას კავკასიის მთებზე პანორამული ხედის ქონა ამ გამოცდილებას დაუვიწყარს ხდის. სიმწვანეში ჩაფლული რესტორანი “შილდა“ გამორჩეული ადგილია, რომელიც მევენახეობის განსაკუთრებულ მიკროზონაში, ქინძმარაულში მდებარეობს. დახვეწილი ინტერიერით, უგემრიელესი კერძებითა და სასმელებით, მაღალი მომსახურების ხარისხითა და ქართული ფოლკლორული ანსამბლის, “შილდას” მელოდიებით, რესტორანი სტუმრების საყვარელი შეკრების ადგილია.
ტურის დასაჯავშნად დაგვიკავშირდი: contact@bazzarhotel.com ან ტელ: +995 32 2 228 44