ჩვენ შესახებ
ბუტიკ სასტუმრო "ბაზზარ" თბილისის ძველი უბნის ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ ნაწილში მდებარეობს. უკომპრომისო არქიტექტურით სასტუმრო ერთდროულად ეხმიანება ქალაქის ისტორიულ კონტექსტსს და მის ურბანულ თანამედროვე ყოველდღიურობას.
ქალაქის შუაგულში “ბაზზარ” ბუტიკ სასტუმროს ყურადღებიანი, მზრუნველი და თბილი გარემო მოგზაურების ყოველდღიურობას მოვარგეთ, სტუმარ-მასპინძლობის ძველი განწყობა თანამედროვე, დახვეწილ გარემოში განვაახლეთ და შევქმენით სივრცე, რომელსაც ტრადიციები და თანამედროვეობა ერთდროულად ქმნის.
ბუტიკ სასტუმრო "ბაზზარ" თბილისის ძველი უბნის ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ ნაწილში მდებარეობს. უკომპრომისო არქიტექტურით სასტუმრო ერთდროულად ეხმიანება ქალაქის ისტორიულ კონტექსტსს და მის ურბანულ თანამედროვე ყოველდღიურობას.
ვიზუალური კონცეფციის შემუშავების პროცესში, "ბაზზარ"-ის მრავალფეროვანი უბნით შთაგონებულ დიზაინერთა გუნდისთვის პრიორიტეტული იყო ორგანული, მაღალი ხარისხის, ბუნებრივი მასალა. Სწორედ მასალის, დახვეწილი ფერთა პალიტრის და უხვი სინათლის ხარჯზე ოთახები მრავალშრიანობის, სიღრმის და სივრცის შეგრძნებას ქმნის.
"ბაზზარ" Სასტუმროს კონცეფცია ახალი ურთიერთობების და ადამიანების აღმოჩენას, მათთან დაკავშირებას და ამ სივრცეში დადებითი ენერგიის გაცვლას გულისხმობს. ქართული სამზარეულო თავის მრავალფეროვნებით ყოველთვის განსხვავებული ადამიანების თავშეყრის ადგილი იყო. Ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ არქიტექტურულად სწორედ რესტორანს/ბარს უნდა დაეკავშირებინა სასტუმროს შიდა და გარე სივრცეები, სადაც ქალაქის ხმაურიანი ქუჩები და სასტუმროს მყუდრო ინტერიერი ერთიანდება.
სასტუმრო "ბაზზარ" გთავაზობთ რამდენიმე ტიპის სათავგადასავლო ტურს, რომელიც კავკასიის უნიკალურ ლანდშაფტს და კულტურას უფრო ახლოდან გაგაცნობთ.