ჩვენ შესახებ

“ბაზზარ” ბუტიკ სასტუმრო

ვინ ვართ ჩვენ?

ბუტიკ სასტუმრო “ბაზზარ” თბილისის ძველი უბნის ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ ნაწილში მდებარეობს. უკომპრომისო არქიტექტურით სასტუმრო ერთდროულად ეხმიანება ქალაქის ისტორიულ კონტექსტსს და მის ურბანულ თანამედროვე ყოველდღიურობას.

თითოეული ოთახი აქ თბილისის მდიდარ და ეკლექტურ ისტორიის ნაწილია, თუმცა ამავე დროს, სასტუმროს ინტერიერი თანამედროვე დიზაინის სრულიად ახალ პრეცედენტს ქმნის.

ჩვენს სტუმრებს ვხვდებით არა საქმიანი, არამედ მეგობრული, გულწრფელი და პერსონალიზებული ურთიერთობის განწყობით. თუმცა, ამასთან ერთად, “ბაზზარ” სასტუმროს კონცეფციის უნიკალურობას კომფორტის, დახვეწილობის და ინოვაციური დიზაინის ერთობლიობა განაპირობებს.

მთავარი, რასაც სტუმრობის დროს გპირდებით კი ის არის, რომ აქ მიღებული გამოცდილება იქნება არაჩვეულებრივი.

სასტუმრო ოთახები

ვიზუალური კონცეფციის შემუშავების პროცესში, “ბაზზარ”-ის მრავალფეროვანი უბნით შთაგონებულ დიზაინერთა გუნდისთვის პრიორიტეტული იყო ორგანული, მაღალი ხარისხის, ბუნებრივი მასალა. Სწორედ მასალის, დახვეწილი ფერთა პალიტრის და უხვი სინათლის ხარჯზე ოთახები მრავალშრიანობის, სიღრმის და სივრცის შეგრძნებას ქმნის.

20 სასტუმრო ოთახი და სუიტი მკვეთრი, ცოცხალი ფერებით გამოირჩევა; თითოეულის უნიკალურ დიზაინში დომინანტური როლი უჭირავს ფერადი ხალიჩის, ორიგინალური ავეჯის და სინათლის გადანაწილებას.

გამოყენებული Გეომეტრიული ფორმები ოთახებში სახასიათო სტრუქტურას ქმნის, ამატებს შარმს და ზრდის სივრცის შეგრძნებას. ინტერიერის დიზაინს სასტუმროს კონცეფციაში ცენტრალური ადგილი უჭირავს, თუმცა თითოეული ოთახის ფუნქციურობა და კომფორტი ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.
თითოეული სანათის, სავარძლის, ფარდის თუ მაგიდის მდებარეობა ყურადღებით განისაზღვრა და სივრცესთან ადაპტირდა. Სასტუმროს დიზაინერებმა მათი თანამედროვე ხედვით და სივრცეში ყურადღებიანი, ფაქიზი ჩარევით ნამდვილად შეძლეს ჩვენი სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილების წინაპირობის შექმნა.

რესტორანი & ბარი

“ბაზზარ” Სასტუმროს კონცეფცია ახალი ურთიერთობების და ადამიანების აღმოჩენას, მათთან დაკავშირებას და ამ სივრცეში დადებითი ენერგიის გაცვლას გულისხმობს. ქართული სამზარეულო თავის მრავალფეროვნებით ყოველთვის განსხვავებული ადამიანების თავშეყრის ადგილი იყო. Ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ არქიტექტურულად სწორედ რესტორანს/ბარს უნდა დაეკავშირებინა სასტუმროს შიდა და გარე სივრცეები, სადაც ქალაქის ხმაურიანი ქუჩები და სასტუმროს მყუდრო ინტერიერი ერთიანდება.

ლობი, რესტორანი და ბარი სტილისტურად სასტუმრო ოთახების ვიზუალური გაგრძელებაა. ყურადღებით შერჩეული ტექსტურით, დეტალური შტრიხებით და ფერთა პალიტრით ეს სივრცე თბილ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის საინტერესო დიალოგებისთვის.

რესტორანი გათვლილია Მათთვისაც, ვინც სასტუმროსთან ახლოს ცხოვრობს ან მუშაობს. Დღის განმავლობაში “ბაზზარ”-ში შეხვედრებისთვის მშვიდი ატმოსფერო იქმნება. ზომიერი, ჯანსაღი საუზმე, გემრიელი ყავა და სადილი იდეალურია მეგობრული თუ საქმიანი დიალოგებისთვის. Საღამოობით კი რესტორანი და ბარი ცოცხალ თავშეყრის ადგილად გარდაიქმნება, რომელსაც თავის არომატული ღვინით, არტიზანული კოქტეილებით და კერძებით ორბელიანის მოედანზე მეტი მრავალფეროვნება შემოაქვს.

გეომეტრიული ფორმები, ორიგინალური კომპოზიცია, გამწვანება, ფერადი ინტერიერი და მეგობრული გარემო – რესტორანი “ბაზზარ” ყველაფერთან ერთად ავთენტური ქართული სამზარეულოს უგემრიელესი არომატითაა გაჯერებული, რომელიც ქართველი და არაქართველი სტუმრებისთვის თანაბრად საინტერესოა.

სამეზობლო

სასტუმრო “ბაზზარ” თბილისის ცენტრში, ისტორიულ უბანში, ორბელიანის მოედანზე მდებარეობს. ეს ადგილი საუკუნეების განმავლობაში მოგზაურების, ვაჭრების და სამხედრო პირების თავშესაყარი იყო. Სიტყვა “ბაზარი” სპარსული წარმოშობისაა და კომერციული ფუნქციის გარდა, სოციალიზაციას, გამოცდილებების გაზიარებას, ახალი კავშირების და ისტორიების აღმოჩენას ნიშნავს. თბილისის ბაზრები ქალაქში დღემდე გამორჩეულად ჭრელი, ხმაურიანი და მრავალფეროვანი ცოცხალი ორგანიზმები არიან, რომელებიც ისტორიას, ტრადიციების და კულტურას ინარჩუენებენ.

ამ ისტორიის ნაწილია ორბელიანის სკვერიც, რომელიც დღესაც სრულყოფილად ასახავს ქალაქის მრავალფეროვან წარსულს. Ამ ადგილიდან ქალაქზე დაკვირვება საუკეთესო დასაწყისი იქნება მოგზაურებისთვის, რომლებიც “ბაზზარ”-ში თავიდანვე ქალაქის ძველი და ახალი უბნების გადაკვეთის წერტილში აღმოჩნდებიან.

სასტუმროდან გასვლისთანავე იმ ქუჩაზე მოხვდებით, სადაც მცირე გალერეები, სანაყინეები, თაფლის ლაბორატორია და რესტორნებია თავმოყრილი. ქალაქის ეს ნაწილი ადგილობრივი ახალგაზრდების თავშეყრისითვის საუკეთესო სივრცეა – მშრალი ხიდის ბაზრობა, დედაენის პარკი, სკეიტ პარკი, ანტიკვარიატის მაღაზიები და კუთხის კაფეები მთელ სამეზობლოში უნიკალურ კულტურულ მოზაიკას ქმნიან.

შაბათ-კვირას ორბელიანის მოედანზე სხვადასხვა თემატიკის ფლი-მარკეტები ეწყობა. ცოცხალი მუსიკის, ქართული Street Food კულტურის, საშობაო ბაზრობების და თანამედროვე ხელნაკეთი აქსესუარების არჩევანის ერთდროულად გაზიარებისთვის ეს ადგილი საუკეთესოა.