“ბაზზარ” Სასტუმროს კონცეფცია ახალი ურთიერთობების და ადამიანების აღმოჩენას, მათთან დაკავშირებას და ამ სივრცეში დადებითი ენერგიის გაცვლას გულისხმობს. ქართული სამზარეულო თავის მრავალფეროვნებით ყოველთვის განსხვავებული ადამიანების თავშეყრის ადგილი იყო. Ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ არქიტექტურულად სწორედ რესტორანს/ბარს უნდა დაეკავშირებინა სასტუმროს შიდა და გარე სივრცეები, სადაც ქალაქის ხმაურიანი ქუჩები და სასტუმროს მყუდრო ინტერიერი ერთიანდება.
ლობი, რესტორანი და ბარი სტილისტურად სასტუმრო ოთახების ვიზუალური გაგრძელებაა. ყურადღებით შერჩეული ტექსტურით, დეტალური შტრიხებით და ფერთა პალიტრით ეს სივრცე თბილ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის საინტერესო დიალოგებისთვის.
რესტორანი გათვლილია Მათთვისაც, ვინც სასტუმროსთან ახლოს ცხოვრობს ან მუშაობს. Დღის განმავლობაში “ბაზზარ”-ში შეხვედრებისთვის მშვიდი ატმოსფერო იქმნება. ზომიერი, ჯანსაღი საუზმე, გემრიელი ყავა და სადილი იდეალურია მეგობრული თუ საქმიანი დიალოგებისთვის. Საღამოობით კი რესტორანი და ბარი ცოცხალ თავშეყრის ადგილად გარდაიქმნება, რომელსაც თავის არომატული ღვინით, არტიზანული კოქტეილებით და კერძებით ორბელიანის მოედანზე მეტი მრავალფეროვნება შემოაქვს.
გეომეტრიული ფორმები, ორიგინალური კომპოზიცია, გამწვანება, ფერადი ინტერიერი და მეგობრული გარემო – რესტორანი “ბაზზარ” ყველაფერთან ერთად ავთენტური ქართული სამზარეულოს უგემრიელესი არომატითაა გაჯერებული, რომელიც ქართველი და არაქართველი სტუმრებისთვის თანაბრად საინტერესოა.