ავტორი: Nia

სასტუმრო “ბაზზარ“ X მეღვინეობა შილდა

თუ ხელუხლებელი ბუნება, მთები, ქვიანი სანაპიროები ან შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები გამორჩეულად გიყვართ, მაშინ საქართველოში მოგზაურობა თქვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო იქნება.

“ბაზზარ“-ის ტურები საქართველოს გარშემო თითოეულ იმ ლოკაციას მოიცავს აღმოსავლეთსა და დასავლეთში, რომელიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.  ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი დანიშნულების ადგილი კახეთი, ქართული ღვინის სამშობლოა.

შილდა, კახეთის ისტორიული სოფელი, ცნობილია მევენახეობის განსაკუთრებული სიყვარულით.“ბაზზარ”-ის სტუმრები მეღვინეობა შილდა“-ს ღვინის ტურებზე, მასტერკლასებსა და სარესტორნო მომსახურებაზე 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

მეღვინეობა “შილდას“ შესახებ

ღვინის დახვეწილი სახეობებით გამორჩეული მეღვინეობა “შილდა“ ქართული მევენახეობის შუაგულში, კახეთში მდებარეობს.

მეღვინეობა 2015 წელს შეიქმნა, სადაც ღვინო უახლესი, ენერგო-ეფექტური, იტალიური და ფრანგული ტექნოლოგიებით იწურება. კომპანიაში ადგილობრივები არიან დასაქმებულები, რომელთა ხელითაც იქმნება ჩვენს კულტურაზე მორგებული ქართული პროდუქტი. 

მეღვინეობა “შილდა“ წარმატებით ახერხებს მისი მთავარი მიზნის შესრულებას, რაც საუკეთესო ხარისხის შენარჩუნებას საუკუნოვანი ტრადიციებისა და ინოვაციების შერწყმით გულისმობს. 

მეღვინეობა “შილდა“ 17 სახეობის ღვინოს, კონიაკსა და ყურძნის არაყს აწარმოებს. 

ღვინის ტური

მეღვინეობა “შილდას“ ღვინის ტური გამორჩეული ღვინის ჯიშების დაგემოვნების საშუალებას განსაკუთრებული პეიზაჟების ფონზე მოგცემთ. ვენახებისა და მარნების მონახულების შემდეგ დარწმუნდებით, რომ “შილდას“ ღვინო მართლაც გამორჩეულ პირობებში იწურება. მეღვინეობის სადეგუსტაციო ოთახში შესვლის გარეშე დატოვება შეცდომა იქნებოდა: აქ არა მხოლოდ უგემრიელესი წითელი და თეთრი ღვინის გასინჯვას შეძლებთ, არამედ საშუალება მოგეცემათ აირჩიოთ თქვენი საყვარელი გემო ისეთი სახეობებიდან, როგორებიცაა საფერავი, ქინძმარაული, ცოლიკაური, კრახუნა, კონიაკი, ჭაჭა და უამრავი სხვა. ამ ჯიშების შეძენას ისეთი დახვეწილი ბრენდებისგან შეძლებთ, როგორებიცაა Prince John Bagration, Rustaveli და Kakabadze.

რესტორანი “შილდა”

ვახშმობისას კავკასიის მთებზე პანორამული ხედის ქონა ამ გამოცდილებას დაუვიწყარს ხდის. სიმწვანეში ჩაფლული რესტორანი “შილდა“ გამორჩეული ადგილია, რომელიც მევენახეობის განსაკუთრებულ მიკროზონაში, ქინძმარაულში მდებარეობს. დახვეწილი ინტერიერით, უგემრიელესი კერძებითა და სასმელებით, მაღალი მომსახურების ხარისხითა და ქართული ფოლკლორული ანსამბლის, “შილდას” მელოდიებით, რესტორანი სტუმრების საყვარელი შეკრების ადგილია. 

ტურის დასაჯავშნად დაგვიკავშირდი: contact@bazzarhotel.com ან ტელ: +995 32 2 228 44

ბუტიკ სასტუმრო “ბაზზარ“ თბილისის შუაგულში – ისტორიულ სამეზობლოში

ბუტიკ სასტუმრო “ბაზზარ” თბილისის ძველი უბნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნაწილში მდებარეობს. უკომპრომისო არქიტექტურით სასტუმრო ერთდროულად ეხმიანება ქალაქის ისტორიულ კონტექსტსს და მის ურბანულ თანამედროვე ყოველდღიურობას. არაჩვეულებრივი გამოცდილების წინაპირობას დახვეწილი ინტერიერი, თანამედროვე ქართული სამზარეულო, შესანიშნავი ხედები და ისტორიული სამეზობლო ქმნის. 

ორბელიანის მოედანი განსაკუთრებული ადგილებით გამოირჩევა, რომელთა შორისაცაა ყვავილების ბაზარი და სხვა უამრავი კულტურული ღირსშესანიშნაობა.

ორბელიანების სასახლე

სამეზობლოს თვალიერებისას შესაძლოა ძველებური სტილის, დახვეწილ შენობას გადააწყდეთ, რომელიც მისი თბილისურ-ევროპული არქიტექტურითა და მოპირკეთებული ექსტერიერით გამოირჩევა. ეს მე-18 საუკუნეში აშენებული ორბელიანების სასახლეა. შენობას დღევანდელი იერსახე 2013 წელს რესტავრირების შემდეგ მიენიჭა, და დღეს ის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, რეზიდენციას წარმოადგენს; პრეზიდენტის თქმით, ორბელიანები და ბარათაშვილები მისი წინაპრები იყვნენ, ამიტომ ლოკაციის შერჩევა შემთხვევითი სულაც არ ყოფილა.

ყვავილების ბაზარი

ყვავილების ბაზარი ორბელიანის მოედანზე მისი ფერადი და სურნელოვანი ყვავილების იარუსებით  სამეზობლოს უკვე რამდენიმე ათწლეულია განსაკუთრებით აცოცხლებს.

მშრალი ხიდის ანტიკვარული ბაზარი

ჯოვანი სკუდიერმა მშრალი ხიდი მტკვრის თავზე მე-19 საუკუნეში ააშენა. მდინარის შენაკადი 1930-იან წლებში დაშრა, რის გამოც ხიდს ახლანდელი სახელი მიანიჭა. 

მშრალი ხიდი მისი ანტიკვარული ბაზრით, სუვენირებით, ნახატებითა და ხელნაკეთი ნივთებითაა ცნოვილი, სადაც ნებისმიერი ნივთის პოვნა შეიძლება, დაწყებული საბეჭდი მანქანებითა და კასეტებით, დამთავრებული ანტიკვარული ჭურჭლითა და სუვენირებით. ხელოვნების მოყვარულები ხშირად სტუმრობენ ხიდს ლოკალური ხელოვანების ორიგინალური ნახატების შესაძენად. 

კიდევ ერთი დეტალი, რაც ამ ადგილს განსაკუთრებულობას ანიჭებს, ქუჩის მოვაჭრეებთან საუბარი და ისტორიების მოსმენაა. მშრალი ხიდის ანტიკვარული ბაზარი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც თბილისის ისტორიასა და ტრადიციებს ინარჩუნებს და უკვდავყოფს. ვაჭრობა, საუბარი და ანტიკვარულ ბაზარში ჩართულობა დაუვიწყარ გამოცდილებას გპირდებათ.

დედაენა და სკეიტ-პარკი

როგორც კი დედაენისა და სკეიტ-პარკს მიუახლოვდებით, მაშინვე იგრძნობთ ახალგაზრდული ენერგიის მოზღვავებას. ახალგაზრდებს განსაკუთრებით უყვართ ეს ადგილი, რადგან აქ თანატოლებისა და თანამოაზრეების პოვნა ძალიან მარტივია. პარკი, სამეზობლოს სხვა ნაწილების მსგავსად, ძველი და ახალი თაობების საერთო შეკრების ადგილია.

და ბოლოს…

სხვა უამრავი ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობის პოვნაა შესაძლებელი ბუტიკ სასტუმრო “ბაზზარ“-ის სამეზობლოში. ორბელიანის მოედნის რესტავრაციის შედეგად, ლოკაციაზე ტრადიციულობისა და თანამედროვეობის შერწყმა ჰარმონიულად, ერთმანეთის დაჩრდილვის გარეშე მოხერხდა, რაც ნებისმიერი თაობის წარმომადგენლის მოწონებას ერთნაირად იმსახურებს.