ქალაქის ყველაზე ცოცხალ და მრავალფეროვან ნაწილში ტერას სუიტი განტვრითვის საუკეთესო შესაძლებლობას გაძლევთ. იატაკიდან ჭერამდე ფანჯარა და გამჭვირვალე გარე კედელი ოთახში უხვი ბუნებრივი სინათლის წყაროა. თბილი მდოგვისფერი ხალიჩა პასტელურ ცისფერ კედელთან, გემოვნებით შერჩეულ ექსკლუზიურ სავარძლებთან და სანათებთან ერთად, ოთახში სიმყუდროვის, სიმშვიდისა და მრავალფეროვნების შეგრძნებას ქმნის.
დიდი აბაზანა მარმარილოს დეტალებით და ზოლიანი კაფელით ოთახის მხატვრულ და ფუნქციურ გადანაწილებაში არსებითად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ტერასა კი მთაწმინდის გაშლილ ხედზე გაგიყვანთ, სადაც თბილისის ურბანული ცხოვრების თანამონაწილეც გახდებით.იმ შემთხვევაში, თუ საქმიან მოვლენებს დასვენების პროცესშიც არ გინდათ ჩამორჩეთ, ტერას სუიტის მოხერხებული და თანამედროვე სამუშაო კუთხე თქვენთვისაა – იდეალური დეტალი საქმიანი მოგზაურებისთვის და ფრილანსერებისთვის.