ქალაქის ყველაზე ცოცხალ და მრავალფეროვან ნაწილში “ბაზზარ” სტანდარტი განტვრითვის საუკეთესო შესაძლებლობას გაძლევთ. იატაკიდან ჭერამდე ფანჯარა და გამჭვირვალე გარე კედელი ოთახში უხვი ბუნებრივი სინათლის წყაროა. თბილი ბორდოსფერი ხალიჩა პასტელურ ცისფერ კედელთან, გემოვნებით შერჩეულ ავეჯთან და სანათებთან ერთად, ოთახში ერთდროულად ქმნის სიმყუდროვის, სიმშვიდის და მრავალფეროვნების შეგრძნებას.
დიდი აბაზანა მარმარილოს დეტალებით და ზოლიანი კაფელით ოთახის მხატვრულ და ფუნქციურ გადანაწილებაში არსებითად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ტერასა კი მთაწმინდის გაშლილ ხედზე გაგიყვანთ, სადაც თბილისის ურბანული ცხოვრების თანამონაწილეც გახდებით. იმ შემთხვევაში, თუ ცდილობთ, რომ საქმიან პროცესებს დასვენების დროსაც არ ჩამორჩეთ, მოხერხებული და თანამედროვე სამუშაო კუთხე თქვენთვისაა -იდეალური დეტალი საქმიანი მოგზაურებისთვის და ფრილანსერებისთვის.