ბუტიკ სასტუმრო “ბაზზარ” თბილისის ძველი უბნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნაწილში მდებარეობს. უკომპრომისო არქიტექტურით სასტუმრო ერთდროულად ეხმიანება ქალაქის ისტორიულ კონტექსტსს და მის ურბანულ თანამედროვე ყოველდღიურობას. არაჩვეულებრივი გამოცდილების წინაპირობას დახვეწილი ინტერიერი, თანამედროვე ქართული სამზარეულო, შესანიშნავი ხედები და ისტორიული სამეზობლო ქმნის.
ორბელიანის მოედანი განსაკუთრებული ადგილებით გამოირჩევა, რომელთა შორისაცაა ყვავილების ბაზარი და სხვა უამრავი კულტურული ღირსშესანიშნაობა.
ორბელიანების სასახლე
სამეზობლოს თვალიერებისას შესაძლოა ძველებური სტილის, დახვეწილ შენობას გადააწყდეთ, რომელიც მისი თბილისურ-ევროპული არქიტექტურითა და მოპირკეთებული ექსტერიერით გამოირჩევა. ეს მე-18 საუკუნეში აშენებული ორბელიანების სასახლეა. შენობას დღევანდელი იერსახე 2013 წელს რესტავრირების შემდეგ მიენიჭა, და დღეს ის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, რეზიდენციას წარმოადგენს; პრეზიდენტის თქმით, ორბელიანები და ბარათაშვილები მისი წინაპრები იყვნენ, ამიტომ ლოკაციის შერჩევა შემთხვევითი სულაც არ ყოფილა.
ყვავილების ბაზარი
ყვავილების ბაზარი ორბელიანის მოედანზე მისი ფერადი და სურნელოვანი ყვავილების იარუსებით სამეზობლოს უკვე რამდენიმე ათწლეულია განსაკუთრებით აცოცხლებს.
მშრალი ხიდის ანტიკვარული ბაზარი
ჯოვანი სკუდიერმა მშრალი ხიდი მტკვრის თავზე მე-19 საუკუნეში ააშენა. მდინარის შენაკადი 1930-იან წლებში დაშრა, რის გამოც ხიდს ახლანდელი სახელი მიანიჭა.
მშრალი ხიდი მისი ანტიკვარული ბაზრით, სუვენირებით, ნახატებითა და ხელნაკეთი ნივთებითაა ცნოვილი, სადაც ნებისმიერი ნივთის პოვნა შეიძლება, დაწყებული საბეჭდი მანქანებითა და კასეტებით, დამთავრებული ანტიკვარული ჭურჭლითა და სუვენირებით. ხელოვნების მოყვარულები ხშირად სტუმრობენ ხიდს ლოკალური ხელოვანების ორიგინალური ნახატების შესაძენად.
კიდევ ერთი დეტალი, რაც ამ ადგილს განსაკუთრებულობას ანიჭებს, ქუჩის მოვაჭრეებთან საუბარი და ისტორიების მოსმენაა. მშრალი ხიდის ანტიკვარული ბაზარი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც თბილისის ისტორიასა და ტრადიციებს ინარჩუნებს და უკვდავყოფს. ვაჭრობა, საუბარი და ანტიკვარულ ბაზარში ჩართულობა დაუვიწყარ გამოცდილებას გპირდებათ.
დედაენა და სკეიტ-პარკი
როგორც კი დედაენისა და სკეიტ-პარკს მიუახლოვდებით, მაშინვე იგრძნობთ ახალგაზრდული ენერგიის მოზღვავებას. ახალგაზრდებს განსაკუთრებით უყვართ ეს ადგილი, რადგან აქ თანატოლებისა და თანამოაზრეების პოვნა ძალიან მარტივია. პარკი, სამეზობლოს სხვა ნაწილების მსგავსად, ძველი და ახალი თაობების საერთო შეკრების ადგილია.
და ბოლოს…
სხვა უამრავი ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობის პოვნაა შესაძლებელი ბუტიკ სასტუმრო “ბაზზარ“-ის სამეზობლოში. ორბელიანის მოედნის რესტავრაციის შედეგად, ლოკაციაზე ტრადიციულობისა და თანამედროვეობის შერწყმა ჰარმონიულად, ერთმანეთის დაჩრდილვის გარეშე მოხერხდა, რაც ნებისმიერი თაობის წარმომადგენლის მოწონებას ერთნაირად იმსახურებს.







