პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
სტუმრების, ვიზიტორებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის
პოლიტიკის მიზანი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიზანია განმარტოს, თუ როგორ ამუშავებს ბაზზარ ბუტიკ სასტუმრო თქვენს პერსონალურ მონაცემებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნებისა და საერთაშორისოდ დადგენილი კარგი პრაქტიკის შესაბამისად. ჩვენ პატივს ვცემთ და ვიცავთ თქვენს უფლებას, სრულყოფილად იყოთ ინფორმირებული თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესთან დაკავშირებით.
ვინ ვართ ჩვენ?
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი:
- კომპანიის დასახელება: შპს „სმარტ ჰოთელ მენეჯმენთ“
- ბიზნეს დასახელება: „ბაზზარ ბუტიკ სასტუმრო“
- მისამართი: ფხოვის ქუჩა N3, 0105 თბილისი
- ტელეფონის ნომერი: +995 32 2 228 444
- ელექტრონული ფოსტა: [email protected]
- ვებგვერდი: /ka/
რა სახის პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ თქვენ შესახებ?
მომსახურების გაწევისას, გაწეული მომსახურების ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენ შესაძლოა ვაგროვებდეთ შემდეგი კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს:
- საიდენტიფიკაციო მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მონაცემები (ასლი), სქესი, მოქალაქეობა, დაბადების ადგილი, მისამართი, ეროვნება და სხვა.
- საკონტაქტო ინფორმაცია: ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი და სხვა.
- კომუნიკაციისას მოპოვებული მონაცემები: ელფოსტით, სატელეფონო გზით, ჩათის, სოციალური მედიის ან სხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით მიღებული მონაცემები.
- ჩანაწერები: ვიდეო ჩანაწერები.
- საბანკო და საბარათე ინფორმაცია: ფინანსური მონაცემები, გადახდისა და ბილინგის მონაცემები, გადახდის ბარათის რეკვიზიტები.
- სარეზერვაციო და სტუმრობის/ცხოვრების მონაცემები: შესვლისა და გამოსვლის თარიღი; მაგიდის ჯავშნის დრო (რესტორნისთვის); სტუმრის პრეფერენციები (მაგ., ნომერი/სართული, მაგიდა, საკვების ალერგიები).
- სახელშეკრულებო ინფორმაცია: ინფორმაცია სასტუმროს/რესტორნის მიერ გაწეული მომსახურებისა და მოწოდებული პროდუქტების შესახებ.
მონაცემთა დამუშავების მიზანი
მონაცემებს ვამუშავებთ მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრული და კანონიერი მიზნებისთვის. წინამდებარე დოკუმენტის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ ერთ-ერთი ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილი კონკრეტული მიზნით:
- სასტუმროს ლეგიტიმური ინტერესის და სამართლებრივი უფლებების დაცვის მიზნით;
- შემოთავაზებული პროდუქტების მიწოდებისა და მომსახურების გაწევის მიზნით;
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და მომხმარებლის სურვილების/პრეფერენციების გათვალისწინების მიზნით;
- სასტუმროს ტერიტორიაზე ღონისძიებების გამართვის მიზნით;
- ხელშეკრულებისა (მათ შორის — შრომითი ხელშეკრულების) და გარიგების დადების მიზნით;
- დასაქმებულ პირებთან შრომითსამართლებრივი უფლება-მოვალეობების შესრულების მიზნით;
- ჩვენი ან სხვა პირების საკუთრების დასაცავად;
- უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიზნით;
- სასტუმროს წესების დარღვევაზე რეაგირების მიზნით;
- მომხმარებლის თანხმობით — სპეციალური შეთავაზებების მიწოდებისა და მარკეტინგული მიზნებისათვის.
რა გზით ხდება პერსონალური მონაცემების მოპოვება?
- ვებგვერდებისგან, რომელთა მეშვეობითაც ხდება ჩვენი სასტუმროს ნომრების დაჯავშნა მათთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე;
- თავად სასტუმროს მომსახურებით მოსარგებლე პირებისგან — ადგილზე, სატელეფონო ზარის საშუალებით ან მიმოწერით და განხორციელებული გადახდის დროს;
- სასტუმროს სივრცით ხელშეკრულების ფარგლებში სარგებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულებაში მონაწილემ მხარემ შესაძლოა მოგვაწოდოს ღონისძიებაში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაცია (სახელები და გვარები) მათი შენობაში დაშვების მიზნით;
- პირდაპირი მარკეტინგის წესით — მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე;
- სასტუმროს შენობაში და გარე პერიმეტრზე ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობისას.
მონაცემთა დამუშავების საფუძველი
თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:
- თქვენ მიერ გაცემული ნებაყოფლობითი თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე;
- თქვენთან ხელშეკრულების დასადებად ან არსებული ხელშეკრულების შესრულებისთვის/გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად საჭიროება;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა;
- მომსახურების გაწევის ან განცხადების განხილვისათვის საჭიროება;
- სასტუმროს ან მესამე პირების კანონიერი ინტერესების დასაცავად აუცილებლობა;
- მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია.
ვიდეომონიტორინგის მიზანია დანაშაულის თავიდან აცილება, კომპლექსის ტერიტორიაზე მყოფი პირების — თანამშრომლების, სტუმრების, ვიზიტორების (მათ შორის არასრულწლოვანთა) — უსაფრთხოების დაცვა და საკუთრების დაცვა.
არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა
არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
მონაცემთა შენახვის ვადა და განადგურების წესი
თქვენს მონაცემებს ვინახავთ:
- მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში და მომსახურების დასრულების შემდეგ არაუმეტეს 10 წლის განმავლობაში; ან
- იმ ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად, როგორც განსაზღვრულია მომსახურების გაწევის ფარგლებში ან/და ხელშეკრულებაში.
თქვენი უფლებები
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება — რა მონაცემები მუშავდება თქვენ შესახებ, რა არის მათი დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი, მონაცემთა წყარო და გადაცემები;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება — სასტუმროში თქვენ შესახებ არსებულ მონაცემებზე წვდომა და ასლების მიღება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
- მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება — მცდარი/არასწორი/არასრული მონაცემების ჩასწორება, განახლება და შევსება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება — მოთხოვნის წარდგენა; სასტუმრომ შესაძლოა კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უარი განაცხადოს;
- მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- თანხმობის გამოხმობის უფლება — ნებისმიერ დროს უარის თქმა და თანხმობაზე დაფუძნებული მონაცემების წაშლა;
- მონაცემთა გადატანის (პორტაბელურობის) უფლება — სტრუქტურიზებული ფორმით მიღება ან სხვა დამმუშავებლისათვის გადაცემა;
- გასაჩივრების უფლება — მიმართვა სასტუმროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში;
- ინციდენტთან დაკავშირებული უფლებები — ინფორმირება ინციდენტის, მისი გარემოებების, სავარაუდო/დამდგარი ზიანისა და განხორციელებული/დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
მონაცემთა უსაფრთხოება
თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემებს ვინახავთ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და ვიყენებთ ტექნიკურ და ორგანიზაციულ უსაფრთხოების ზომებს თქვენი მონაცემების დასაცავად. ჩვენ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს არაავტორიზებული ან არაკანონიერი წვდომის, შემთხვევითი დაკარგვის, დაზიანების, გამჟღავნებისა ან განადგურებისაგან. თანამშრომლები მიყვებიან მონაცემთა კონფიდენციალურობის შიდა პროცედურებს.
მონაცემთა გაზიარება
თქვენი მონაცემები შესაძლოა გავუზიაროთ:
- ჩვენს კომპანიასთან აფილირებულ პირებს და მომსახურების მომწოდებლებს (მათ შორის IT სერვისის მომწოდებლები, აუდიტორები, კონსულტანტები);
- სასამართლოს — სასამართლო განჩინების საფუძველზე;
- სხვა მესამე პირებს — თქვენი თანხმობით.
განახლება
შესაძლოა, საჭიროებისამებრ, პოლიტიკის დოკუმენტში პერიოდულად ცვლილებები შევიდეს. განახლებული დოკუმენტი დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე ცვლილების თარიღის მითითებით.
თარიღი: 1 აგვისტო, 2025